ბავშვებს, რომლებსაც გზად ცუდები შეხვდნენ

თავზარდამცემი ამბები ხდება – ვთქვი მე და გამთენიამდე ვეღარ დავიძინე. ალბათ ბოლთის ცემასაც მოვყვებოდი, დარდისგან საშინლად დაღლილი რომ არ ვყოფილიყავი. ვიწექი და მეფიქრებოდა პატარა გოგო-ბიჭებზე, უამრავი – „რატომ“, „როგორ“ და „რისთვის“ რომ აწუხებთ და პასუხები არ აქვთ. არ აქვთ კი არა, კითხვისაც ეშინიათ და თავს ყველაზე მარტოსულებად გრძნობენ. მეფიქრებოდა პატარა ბიჭზე, დიდმა ბიჭებმა რომ შეაშინეს და ვერ მოყვა, გოგოზე, საშინელებები […]

„ილუზიების წიგნი“ ნამდვილ ამბებზე

კარგი წიგნები წაგიკითხავთ? ალბათ, კი. მაგრამ კარგ წიგნში კარგი წიგნები თუ წაგიკითხავთ? ან წიგნებში ფილმები გინახავთ? ერთი მთხრობელისგან მოსმენილი  მეორე მთხრობელის მონათხრობის გჯერათ? (რა ჩახლართული და ტავტოლოგიური წინადადება გამოვიდა, მაგრამ წიგნშიც ასეა, გეფიცებით) შეიძლება დაიჯეროთ ან კითხვას რომ მორჩებით, დახუროთ წიგნი და დიდხანს, ძალიან დიდხანს იფიქროთ რა იყო ნამდვილი და რა გამოგონილი. იმიტომ, რომ „ილუზიების წიგნში“ ბევრი კვანძია, ამბები კი […]

ეთერო და სხვა დაკარგული ქალები

„მაინც რამდენი რამე მოხდა ამ ერთ დღეში, სიკვდილიც მოხდა, სიცოცხლეც მოხდა“, – ამ სიტყვებს თამთა მელაშვილის „შაშვი შაშვი მაყვალის“ გმირი, ეთერო ამბობს. ეთეროს ცხოვრებაში იყო ეგეთი დღე, მაგრამ ეთეროს ცხოვრება მარტო მისი ცხოვრება კი არ იყო, იქ ათასობით ლანდი, ხმა, ტრადიცია, სტერეოტიპი, თქმულება, ჭორი თუ მართალია ჩაბუდებული. რომანი მარტოხელა ქალის მონოლოგია, მაგრამ თან მარტოა და თანაც არა. ასეთი მარტოობის ამბები […]

„ვრიდლო“, „ჩესეირი“ და „უპლოტნენიე“ – ზაირა არსენიშვილის მოყოლილი ამბები

წლების წინ, საბჭოთა დოკუმენტებში ქექვისას, ბევრგან შემხვდა სიტყვა „ჩესეირი“. იცით ვინ არიან „ჩესეირები“? ცხოვრებაწართმეული ადამიანები არიან, ცოცხალი მკვდრები, ადამიანები, რომლებსაც ცხოვრება დააკარგინეს. თვითონ სიტყვა კი აბრევიატურაა, რომელიც ისე საზარლად იშიფრება, ძარღვებში სისხლი გაგეყინება ადამიანს. “ჩესეირები” (член семьи изменника родины) – „ხალხის მტრის“ ოჯახის წევრები არიან, იარლიყ მიკერებული ადამიანები, ძირითადად, ქალები და ბავშვები. ეს აბრევიატურა  ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მხვდება […]

როგორ წერდა მიხეილ ჯავახიშვილი

„უკლებლივ ყველას გადაჰხდენია რაღაც ამბავი, რაღაც განუცდია და რაღაც უნახავს, მაგრამ ყველა მწერლად არ ივარგებს. მწერალს და საერთოდ შემოქმედს ბევრი ისეთი რამე სჭირდება, რაც უკვე იცის მეცნიერებამ, და ერთი ისეთი რამეც, რაიც ჯერჯერობით უძლეველია და მიუგნებელი.“ – მიხეილ ჯავახიშვილი ყველა მწერალს სიუჟეტის მოფიქრების, დამუშავების, ფურცელზე გადატანისა და საბოლოო სახემდე მიყვანის ინდივიდუალური მეთოდი აქვს. ამიტომაც მიყვარს ინტერვიუების, პირადი წერილების, ბიოგრაფიული რომანებისა […]

„ნუ შეგვიყვანებ ჩუენ განსაცდელსა“ – ამერიკული პასტორალი

„ბავშვის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, შეჭამს თუ არა ქრისტეს. უდიდეს პატივს ვცემ თქვენს ნებისმიერ ქმედებას, მაგრამ ჩემი შვილიშვილი ქრისტეს არ შეჭამს“ – ეს კატეგორიული მოთხოვნა ებრაელ სამამამთილოსა და ირლანდიელ რძალს შორის შემდგარი მოლაპარაკების ნაწილი იყო. შეთანხმდნენ, მაგრამ როგორც იძულებითი, ფორმალური პირობების დადების დროს ხდება ხოლმე, შეთანხმება დაირღვა. მერი ლევოვი ეზიარა, ანუ ბაბუამისის აზრით, ქრისტე შეჭამა. ოღონდ, ეს ტრაგედია არ იყო. […]

“ვარსკვლავთა მბოძებელი” – ბრძოლა დაუწერელ კანონებთან

ეს წიგნი ქალებზეა? – ატრიალებს მეგობარი ხელში ჯოჯო მოიესის „ვარსკვლავთა მბოძებელს“ და ჩემი პასუხის გაგებამდე გვერდით დებს. მინდა ავუხსნა, რომ ქალებზე კი არა, ძალიან მაგარ ქალებზეა, კიდევ სიყვარულზეცაა, იმედის ნაპერწკალზე, თავდადებაზე, მეგობრობაზე, ადამიანის უფლებებზე, ცხოველების სიყვარულზე, ჯორებზეც, ცხენებზე, ძაღლებზე, ძაღლივით კაცებსა და კარგ კაცებზე, კორუფციაზე, წართმეულ სასამართლოზე, კონტრაბანდაზე, შურისძიებაზე, სამართალზე, სექსუალურ განათლებაზე, განათლებაზე, მაგრამ თან ვხვდები, რომ მთელ წიგნს ვერ […]

იშხნელების რეპერტუარი და “ჩემი ბავშვობის სახლთან”

… სანთელივით დავდნები, შაქარივით დავტკბები…  ეს სიმღერა ჩემი მშობლებისგან ვისწავლე. ვიქნებოდი ასე სამი-ოთხი წლის, ვუსმენდი და მეც ვღიღინებდი. ოთხმოცდაათიანებიდან კარგი რა უნდა გაგახსენდეს ადამიანს? სროლა, სიცივე, უშუქობა, საქმეების გარჩევა, მხრჩოლავი ნავთის კერასინკა და შეშის ფეჩი, ლისის ტბიდან მოთრეული ტოტებით რომ გვათბობდა. კარგად არ მახსოვს დიდები ჭრიდნენ თუ არა ხეებს, მაგრამ ჩვენ რომ მხოლოდ ძირსდაყრილი ნაფოტების და ტოტების მოგროვების უფლება გვქონდა, […]

საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის პრესაში

ვინც მიცნობს, იცის ჩემი უცნაური გატაცების ამბავი. ძველი პრესის კითხვა მიყვარს. დღეს 1918 წლის გაზეთებს გადავაწყდი და რამდენიმე მონაკვეთი პირდაპირ, ემოციების, განცდების, შენიშვნების და კომენტარების გარეშე გადმომაქვს ბლოგზე. საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა  – გაზეთი „საქართველო“ კვირა, 1918 წელი მაისის 26 დამოუკიდებელი საქართველო აღდგა, გაუმარჯოს საქართველოს! დღეიდან საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ცხოვრება აღდგენილია. გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ქართველ ერს! საქართველოს ყოველი ნაწილი, ქართველი ერის […]

კავშირგაბმულობის პოეტი

“რა დავაშავეთ ჩვენ,ვინც ვერ გავმდიდრდით, ვერც გავლოთდით,ვერც დავიხოცეთ?” ზვიად რატიანი არასდროს მდომებია ჭოკითმხტომელობა, მაგრამ ერთხელ სასწაული ჩავიდინე. წიგნის ფესტივალზე რამდენიმე, ჩემზე ორჯერ უფრო ასაკოვან და სამჯერ უფრო ფერხორციან ქალბატონს გადავახტი თავზე და სტენდთან მდგომ დაბნეულ ბიჭს პირდაპირ მუჭში ჩავუტენე ოცლარიანი. პარალელურად, მეორე ხელით წიგნები ჩავბღუჯე და ამაყად გამოვაცხადე,  ორივე მომეცით მეთქი. ამასობაში, ზემოთხსენებული ქალიდან ერთ-ერთმა უხეშად მკითხა, ორი ერთნაირი წიგნი […]