ჩვენ შესახებ

არის დღეები, როცა გინდა ყოფითი ამბები დაივიწყო და ლიტერატურულ სამყაროში გადაბარგდე, მაგრამ რაც უფრო ჩქარდება ცხოვრება, მით უფრო მეტად ვართ მიწიერი ამბებით დაკავებული – პოლიტიკა არის მთავარი თემა, რაზეც ყველაზე აპოლიტიკური ადამიანებიც კი ვლაპარაკობთ. სოციალურ ქსელებში თითქმის აღარ გვხვდება დისკუსიები წიგნებზე, მწერლებზე, წიგნებში ნაპოვნ მუსიკაზე… ასეთი ამბებისათვის თემატური ჯგუფები შეიქმნა, რომელთა ნაკლებობას არ ვუჩივით, მაგრამ იქ მეტწილად მხოლოდ იმას კითხულობენ კარგია კონკრეტული წიგნი თუ, ცუდი? მე კი მგონია, რომ გაცილებით მეტის გაზიარება შეგვიძლია ერთმანეთისთვის.

სწორედ ამიტომ, შეიქმნა „სამკითხველო“, სადაც ერთი მკითხველის მოკრძალებული ნააზრევია. მინდა, რომ „სამკითხველო“ გეგულებოდეთ ნავსაყუდლად, სადაც მოხვალთ და ჭიქა ყავის, ჩაის ან ღვინის თანხლებით წაიკითხავთ ამბებს, რომლის დასრულების მერეც იტყვით: „ყველაფრის მიუხედავად, რა საინტერესოა ცხოვრება!“

მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „სამკითხველოში“! შთამბეჭდავ ლიტერატურულ მოგზაურობას გისურვებთ!

Cart